საზოგადოებაnewsსაქართველო
სოფო ნიჟარაძეს გოგონა შეეძინა
ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ მომღერალს, 35 წლის სოფო ნიჟარაძეს გოგონა შეეძინა.
როგორც 2020NEWS-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ბავშვი ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა. ინფორმაცია სააგენტოს სოფო ნიჟარაძის ახლობლებმაც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.
„რეზონანსის“ ინფორმაციით კი ბავშვი ნიუ-იორკში დაიბადა, სადაც სოფო დედასთან ერთად რამდენიმე თვეა ცხოვრობს. მომღერლის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ახალშობილს ალის-მარია დაარქვეს.
ვინ არის ბავშვის მამა და სოფოს რჩეული, ამაზე საუბრისგან მომღერლის მეგობრები თავს იკავებენ და ამბობენ, რომ „როცა საჭიროდ ჩათვლის, იგი თავად ისაუბრებს ამაზე“.
აღსანიშნავია, რომ სოფო ნიჟარაძის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომენტარები