fbpx
ქართველები უცხოეთშისაბერძნეთისაქართველო

ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური ხვალიდან, 5 ივნისიდან მოქალაქეთა მიღებას განაახლებს!

რა წესები უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა?

ხვალიდან, 5 ივნისიდან ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მოქალაქეთა მიღებას განაახლებს. ამასთან დაკავშირებით საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავცელებს:

„საბერძნეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

2020 წლის 5 ივნისიდან ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური განაახლებს მოქალაქეთა მიღებას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები:

  • მოქალაქეთა მიღება იწარმოებს ვებ-გვერდზე – “www.geoconsul.gov.ge” ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში;
  • მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს თანმხლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);
  • მოქალაქეს ეკრძალება საკონსულო სამსახურში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, საერთო სისუსტე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;
  • მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი);
  • მოქალაქე ვალდებულია საკონსულო სამსახურში შესვლისთანავე გამოიყენოს მისაღებში განთავსებული სადეზინფექციო საშუალება;
  • მოქალაქე ასევე ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია და მოერიდოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;
  • მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.
  • არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რათა დაიცვათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს: + 30 210 74 89 180“

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close