საზოგადოებასაქართველო

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის საქართველოში ფულადი ჯარიმა დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.

ცვლილებათა პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 50 ლარით. ამასთან, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას მგზავრი და მძღოლი ვალდებულია, ატარონ პირბადე. თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.

რაც შეეხება ტაქსებს (M1 კატეგორია), ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი და მგზავრი ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე. თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.

ცვლილებები ასევე ეხება იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევებს, რომლისთვისაც ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.

„აღნიშნული სხვა დარღვევები მძიმე ხასიათისაა და დაკავშირებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვასთან, სარკინიგზო მიმოსვლასთან, საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვასთან, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვასთან, სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით თავშეყრის შეზღუდვასთან (მაგ., ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვასთან, ეპიდემიურ კერებში საფრთხეების მართვასთან, თვითიზოლაციასა და საკარანტინო სივრცეში მოქმედი წესების დარღვევასთან“, – აღნიშნულია კანონპროექტის აღწერაში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close