საზოგადოებასაქართველო
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 800-ს მიაღწია
გამოვლენილი 4 ახალი ინფიცირებულიდან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია
დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 800-ს მიაღწია. გუშინ დილით 2 ახალი შემთხვევა იყო, გუშინწინ – 11.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საბურთალოს კლასტერიდან დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს წარმოადგენს. მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ე. წ. საბურთალოს კლასტერიდან 20-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.
გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 640-მდე გაიზარდა, რაც ინფიცირების საერთო მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს.
კომენტარები