კრიმინალისაბერძნეთი
საბერძნეთის პოლიციამ 70 უცხოელი დააკავა ძარცვის და ქურდობის ბრალდებით
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, 28 მაისს ჩატარდა საპოლიციო ღონისძიების ბოლო ეტაპი, რის შედეგადაც დაკავებულია 70 უცხოელი, რომლებსაც ბრალად ედებათ ძარცვა და ქურდობა. ამის შესახებ „პროტოთემა“ წერს.
პოლიციის ინფორმაციით, კიდევ 60 ეჭვმიტანილი იძებნება.
ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი მოქმედებდა სინდაღმაზე, ომონიაზე, ექსარხიაზე, ამბელოკიპზე, ფსიხიკოსა და პირეაზე.
ატიკის პოლიცია თვეების განმავლობაში ცდილობდა დაჯგუფების წევრების გამოვლენას. კრიმინალები ძარცვავდნენ ქუჩაში გამვლელებს, აგრეთვე, მოქალაქეთა ბინებს და იპარავდნენ ავტომობილებს.
სამართალდამცველთა ცნობით, დადასტურებულია ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულების 405 ფაქტი. ამოღებულია დიდი რაოდენობით მოპარული ნივთები.
პოლიცია დამნაშავეთა მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას არ ამჟღავნებს.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები