საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იაფდება

ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საბერძნეთის ხელისუფლებამ, როგორც ცნობილია, გადასახადების შემცირება დაიწყო. შემცირება შეეხო დღგ-საც. შედეგად, 1-ლი ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ღირებულებაც იკლებს.

კერძოდ, ათენში ერთჯერადი ბილეთი, რომელიც 1,4 ევრო ღირდა, ამიერიდან 1,2 ევრო ეღირება. შეღავათიანი ბილეთის ფასი 0,6 ევროს ნაცვლად 0,5 ევრო იქნება. ერთთვიანი სამგზავრო ბარათის ღირებულება 30-იდან 27 ევრომდე შემცირდება. ერთთვიანი შეღავათიანი სამგზავრო ბარათი 15-ის ნაცვლად 13,5 ევრო ეღირება.

თესალონიკში ბილეთის ფასი 0,9 ევრო იქნება.

სამგზავრო ბარათის მფლობელებს, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო მათი გამოყენება ვერ შეძლეს, შესაძლებლობა მიეცემათ, ერთი თვით უფასოდ გადაავადონ თავიანთი ბარათი.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close