მედიცინამსოფლიოპოლიტიკა

არარსებული მკვდრები რუსეთში

მოსკოვში თითქმის აღიარეს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილებში არ ითვლიან იმ პირების 60 პროცენტს, რომლებსაც ეს ვირუსი ჰქონდათ

„ვიღაცას რომ არ გადაეწყვიტა, მსოფლიოს კორონავირუსის მხვერპლთა რეკორდულად დაბალი რიცხი ვაჩვენოთო, რუსეთის რეალური ციფრებით შესაძლებელია გვეამაყა კიდეც. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ლეტალობა 1 პროცენტი გვექნება და ჟურნალისტების დაშინება დავიწყეთ“, – ამბობს მიხაილ ტამი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, რომელიც რუსეთში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სტატისტიკას აანალიზებს.

რუსეთში არ წყდება დავა იმის შესახებ, არის თუ არა სტატისტიკური მონაცემები ხელოვნურად შემცირებული. ეს საკითხი საერთაშორისო სკანდალის მიზეზადაც იქცა. საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციებით ემუქრება უცხოურ გამოცემებს, რომლებიც ამ თემაზე სტატიებს აქვეყნებენ და ეჭვობენ, რომ რუსეთის ოფიციალური მონაცემები მცდარია.

ამ დროს კი მოსკოვში თითქმის აღიარეს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილებში არ ითვლიან იმ პირების 60 პროცენტს, რომლებსაც ეს ვირუსი ჰქონდათ. დაღესტნის ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა კიდეც, რომ კორონავირუსით გარდაცვალების რამდენიმე ათეული ფაქტის გარდა, არის თითქმის 700 სიკვდილის შემთხვევა – ეს ადამიანები საავადმყოფოს მიღმა პნევმონიით დაიღუპნენ. თითქმის ყოველდღე ვიგებთ ახალ-ახალი ფაქტების შესახებ, როცა გარდაცვალების მიზეზად COVID-19 არ იყო მითითებული.

შესაძლებელია კი ამ პირობებში რუსული ოფიციალური სტატისტიკიდან რაიმე სარგებლის ნახვა; გვაძლევს კი ის საშუალებას ვიმსჯელოთ, როგორ ვითარდება პანდემია და მცირდება თუ არა დაავადების რიცხვი. ამ საკითხებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება მიხაილ ტამს გაესაუბრა.

გააგრძელე კითხვა radiotavisupleba.ge-ზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close