გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა.
მოსამართლემ განმარტა, რომ ახალი გარემოებები არ არსებობს და კვლავ რჩება მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ოპოზიციური პარტიები რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მიუხედავად, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების საკითხებში ჩასართავად სწორედ ამ საკითხს აყენებენ.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები