მსოფლიოპოლიტიკაnews

ისრაელის ქნესეთმა კოალიციურ მთავრობას ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა

ისრაელის ქნესეთმა ნდობა გამოუცხადა 35-ე მთავრობას ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით. გადაწყვეტილებას ხმა მისცა ქნესეთის 73-მა დეპუტატმა, 46 წინააღმდეგი იყო. დღესვე მინისტრებმა ფიცი დადეს. ამის შესახებ timesofisrael-ი წერს.

ისრაელს 2019 წლის შემდეგ არ ჰყოლია ქმედითი მთავრობა, ამის გამო ქვეყანაში ერთ წელიწადში 3 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მესამე არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის 2 მარტს გაიმართა, ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 120-ადგილიან პარლამენტში 35 მანდატი მოიპოვა, მისმა მთავარმა მეტოქემ, ბენი განცის „ლურჯმა და თეთრმა“ –  28 მანდატი.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და ისრაელის გენშტაბის ყოფილი მეთაურის, ბენი განცის „კაჰოლ-ლავანი“ („ლურჯი და თეთრი“) კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. ორივე პოლიტიკოსი რიგრიგობით, წელიწად-ნახევრის ვადით დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ამგვარად, ნეთანიაჰუ მთავრობის მეთაური 18 თვე იქნება, შემდეგ კი პრემიერის პოსტს ბენი განცი გადაიბარებს. მანამდე იგი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close