მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელი: ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. 1.4 მილიონი ხმის დათვლის შემდეგ, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტია, ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ 29.6 პროცენტი აქვს და ამ მონაცემებით 120-ადგილიან პარლამენტში 35 მანდატს მიიღებს, – იუწყება „თაიმს ოფ ისრაელი“.

ნეთანიაჰუს უშუალო მეტოქის, ბენი განცის პარტია „ლურჯს და თეთრს“ ხმების 23.5 პროცენტი აქვს და საკანონმდებლო ორგანოში 28 ადგილის დაკავების შანსი აქვს.

მესამე ადგილზეა არაბული პარტია „ერთიანი სია“, რომელიც ქნესეთში სავარაუდოდ 12 ადგილს მოიპოვებს. ბენი განცის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები ისრაელს ისრაელს სწორ გზაზე ვერ დააბრუნებს, ქვეყანას კი ერთობა და შერიგება სჭირდება. 2019 წლის აპრილის შემდეგ ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მესამედ ჩატარდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close