მსოფლიოსაზოგადოება

ჩინეთში იმ ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, 14-დღიან კარანტინში მოათავსებენ

ჩინეთში ზოგიერეთი ქვეყნიდან ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინი ელოდებათ – საუბარია იმ ქვეყნებზე, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი – „ბიბისი“ ავრცელებს.

„პეკინში შეშფოთებულები არიან, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ვირუსი ჩინეთში დაბრუნდება“, – წერს „ბიბისი“.

ჩინეთის ხელისუფლება ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თავის მოქალაქეებსაც მოუწოდებს, ჩინეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ჩინეთის შემდეგ კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა  სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში.

იტალიაში, ბოლო მონაცემებით, ახალი ვირუსით ინფიცირების 2036 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 52 პაციენტი გარდაიცვალა (ამ მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მესამე ადგილზეა ირანის შემდეგ), 149 – გამოჯანმრთელდა.

რთული ვითარებაა სამხრეთ კორეაში, სადაც ჩინეთის შემდეგ ახალი კორონავირუსი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული – ამ დროისთვის ინფიცირების 5186 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 20, გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი.

ირანი ინფიცირების 1501 შემთხვევას ადასტურებს, საიდანაც 66 ლეტალური შედეგით დასრულდა (თუმცა „ბიბისი“, თავის წყაროზე დაყრდნობით, 200-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებაზე წერდა); გამოჯანმრთელდა 291 პაციენტი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close