ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის და ვიდეოს პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემის, „ახალი დღის“ ეთერში ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს პრეზენტაცია შედგა.

სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია.

თორნიკე ყიფიანის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო დაიდო ასევე ვებგვერდ Eurovision.tv-ზე.

თორნიკე ყიფიანის სიმღერის თიზერი გუშინ გავრცელდა.

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close