მსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი გახდა და საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს (ვიდეო)

საქართველოს პირველი არხის მუსიკალური მეგაშოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი გახდა.

მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარდგება, რომელიც გაისად როტერდამში (ნიდერლანდები) გაიმართება.

„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული – პირველი არხის მაყურებლებმა ის სატელეფონო ზარებითა და ფეისბუქმესენჯერით გამოავლინეს.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ „საქართველოს ვარსკვლავი“ იყო წარმატებული პროექტი და ახლა ჯერი კომპოზიტორებზეა, რომლებმაც ევროვიზიისთვის სიმღერა უნდა შექმნან.

„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტები იყვნენ თორნიკე ყიფიანი, ბარბარა სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე.

რაც შეეხება ჟიურის შემადგენლობას: თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია-მართვის კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერი; დავით ალადაშვილი – პიანისტი; ნათია თოდუა – მომღერალი.

მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ამერიკული American Idol-ის და ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close