მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

გაბრაზებულმა რომის პაპმა ქალს ხელში რამდენჯერმე ჩაარტყა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს რამდენჯერმე ხელში ხელს რომის პაპი ქალს, ყველა რეკორდი მოხსნა.

პაპი ფრანცისკე პირველი წმინდა პეტრეს მოედანზე გამოვიდა, სადაც ხალხს დამდეგ ახალ წელს ულოცავდა, როდესაც ერთ-ერთმა ტურისტმა ქალმა ხელი დაუჭირა და თავისკენ მიიზიდა. პაპმა მას შემდეგ, რაც ხელი ვერ გაითავისუფლა, ქალს მეორე ხელით ხელში რამდენჯერმე ჩაარტყა.

ყველაზე ლიბერალი პაპი ვატიკანის ისტორიაში, რომელიც სოციალურ პრობლემატიკაზე, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობაზე, მიგრანტებისა და ბავშვების პრობლემებზე დაუღალავად იღვწის, ზუსტად წინა დღით საუბრობდა, რომ ქალებზე ძალადობა ღვთის გმობაა.

ინციდენტის შემდეგ პაპმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ისიც ადამიანია, იმ წამებში ადამიანური რეაქცია ჰქონდა.

„სიყვარული მომთმენებს გვხდის. ზოგჯერ მოთმინებას ვკარგავთ, მათ შორის, მეც. დღეს ბოდიშს ვიხდი გუშინდელი საშინელი მაგალითისთვის“, – განაცხადა დღეს პაპმა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე ტრადიციული საახალწლო ქადაგებისას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close