fbpx
სპორტი

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ აბსოლუტურ ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა

გიგა ჭიკაძემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ჯექსონვილში (აშშ, ფლორიდა) 17 მაისს გამართულ შეხვედრაში ქართველი მებრძოლი UFC-ის დებიუტანტ ირვინ რივერას დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ბრძოლაში, დიდი უპირატესობით აჯობა.

წინასწარი გეგმით, ჭიკაძე მაიკ დევისს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქემ მასთან შეხვედრას თავი უკვე მესამედ აარიდა.

გიგა ჭიკაძის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში თორმეტი შეხვედრის შემდეგ ათი მოგება და ორი წაგებაა.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close