როგორც nostal.ge წერდა, იტალიის მინისტრთა კაბინეტმა, „ქვეყნის გახსნის“ ახალი დეკრეტის (Dl Rilancio) ფარგლებში, არალეგალურად მომუშავე იმიგრანტების რეგულარიზაციის საკითხზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება ამგვარი მიგრანტების დროებითი ლეგალიზაციის თაობაზე. ე. წ. ამნისტიის (sanatoria) საფუძველზე, ადამიანებს საშუალება მიეცემათ, ლეგალურად იმუშაონ და გადასახადები გადაიხადონ. ახლა ჯერი პარლამენტზეა, რომელმაც დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს.
რას გულისხმობს ახალი რეგულაციები და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ღია ეთერში“ საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ ისაუბრა.
კომენტარები