გრაიმსმა მისი და ილონ მასკის შვილის სახელი – X Æ A-12 განმარტა
კანადელ მუსიკოს გრაიმსსა და ამერიკული კორპორაციის, SpaceX-ის დამფუძნებელსა და კომპანია Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს ახლახან პირველი საერთო შვილი შეეძინათ. საზოგადოების ყურადღება ბავშვის უცნაურმა სახელმა X Æ A-12 მიიქცია, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში მისი მნიშვნელობის ძიება დაიწყეს. მოგვიანებით არტისტს შვილის სახელის განმარტება მოუხდა.
„X აღნიშნავს უცნობ ცვლადს.
Æ – მე სწორედ ასე ელფურად ვწერ AI-ს, რაც ხელოვნურ ინტელექტს ნიშნავს.
A-12 კი ჩვენი ფავორიტი სადაზვერვო ხომალდია, SR-17-ის წინამორბედი. არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა და ძალადობა, მხოლოდ სიჩქარე.
A აგრეთვე გამოხატავს Archangel-ს, ეს ჩემი საყვარელი სიმღერის სახელია“, – წერს გრაიმსი ტვიტერის გვერდზე.
•X, the unknown variable ⚔️
•Æ, my elven spelling of Ai (love &/or Artificial intelligence)
•A-12 = precursor to SR-17 (our favorite aircraft). No weapons, no defenses, just speed. Great in battle, but non-violent 🤍
+
(A=Archangel, my favorite song)
(⚔️🐁 metal rat)— ꧁ ༒ Gℜiꪔ⃕es ༒꧂ 🍓🐉🎀 小仙女 (@Grimezsz) May 6, 2020
მსმენელთა ვარაუდით, გრაიმსი ბრიტანელი ელექტრონული არტისტის, Burial-ის კომპოზიციას Archangel-ს გულისხმობდა.
გრაიმსისა და ილონ მასკის ბიჭუნა 4 მაისს დაიბადა. მათ ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს. წყვილი პირველად ერთად, ამავე წელს, მოდისა და თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ გამოფენა „მეთ გალაზე“ გამოჩნდა.
popmusic.ge
კომენტარები