საზოგადოებასაქართველო

საჩხერის მერი ადასტურებს, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

დღეს დილისთვის საქართველოში კიდევ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 170-ს მიაღწია

საჩხერის მუნიციპლიტეტის მერის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა თავად დაუდასტურა.

მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და, სავარაუდოდ, ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო.

„ანალიზები გუშინ აუღეს. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მას ყელის არეში ჰქონდა დისკომფორტი, სხვა სიმპტომები არ აქვს“, – განაცხადა მერმა.

მერის ინფორმაციით, ახლა ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან.

ის ასევე ადასტურებს, რომ როგორც მერს, კონტაქტი ჰქონდა მოქალაქეებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა.

ბენიამენ ფალავანდიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, საღამოს კორონავირუსზე ტესტს მასაც აუღებენ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. რვა ახალი შემთხვევა დღეს დილით დაფიქსირდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​170 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით გარდაცვლილია ერთი პაციენტი, 79 წლის ქალი.

კარანტინის რეჟიმშია  5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close