საქართველოსაზოგადოება

პაატა იმნაძე – ნაღდი ფულის დამუშავება ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია, სადეზინფექციო ხსნარებით თუ ცხელი უთოს გამოყენებით

სიფრთხილე საჭიროა ნაღდი ფულის ხელიდან ხელში გადაცემისას, – განაცხადა დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი ნაღდი ფული ახალი კორონავირუსით ინფიცირების წყარო გახდეს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები დიდი ხანია, უკვე დეზინფექციას აკეთებენ. აქ საუბარია არა ვთქვათ, როდესაც ბანკომატიდან იღებს ფულს ადამიანი, არამედ ხელიდან ხელში გადაცემაზე. ხელიდან ხელში ნებისმიერი ნივთი შეიძლება, იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც არის ჩვენი ყველა რეკომენდაცია, რომელიც შეეხება სიფრთხილეს, არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს საფრთხილოა და რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია დამუშავება, ეს იქნება სადეზინფექციო ხსნარები, თუ იგივე ცხელი უთოს გამოყენება, საკმაოდ ეფექტიანი იქნება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რამდენიმე ხნით ადრე ამ საკითხთან დაკავშირებით პაატა იმნაძემ თქვა, რომ ჯერჯერობით მეცნიერული მკტკიცებები ფულის მეშვეობით ინფექციის გადაცემასთან დაკავშირებით არ არსებობს:

„ეს ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს. ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ჰიპოთეზაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ, თუმცა ჯერჯერობით მეცნიერული მტკიცებულებები ამის შესახებ არ გაგვაჩნია“.

ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, ხელში გადაცემის შემთხვევაში ნებისმიერი ნივთი, მათ შორის, ფულიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, ამიტომაც აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close