„მხსნელი ქრისტე“ COVID-19-ით დაზარალებული ქვეყნების დროშებით განათდა (ვიდეო)
რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი სიმბოლო, იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება Cristo Redentor („მხსნელი ქრისტე“), სოლიდარობის ნიშნად, ახალი კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დროშებით განათდა.
ცნობისათვის: ქანდაკება პარიზში შეიქმნა, რადგან ასეთი დიდი ქანდაკების შექმნა, მიზეზთა გამო, იმ დროისათვის ბრაზილიაში შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველა დეტალი და კარკასიც კი საფრანგეთში დამზადდა. მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა (1922-1931) და 250 000 აშშ დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 30 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 8-მეტრიან კვარცხლბეკს; მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი – 100 კგ-ს. გაშლილ ხელებს შორის მანძილი 23 მეტრია.
2007 წლის პირველ აგვისტოს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება დაასახელეს, მათ შორის „მხსნელი ქრისტეს“ ქანდაკებამ მე-7 ადგილი დაიკავა.
2008 წლის 10 აგვისტოს, საშინელი შტორმის დროს, ქანდაკებას მეხი დაეცა, თუმცა ვერაფერი დააკლო.
კომენტარები