მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიამ COVID-19-ით დაავადებული იტალიელი პაციენტები მიიღო

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის (საქსონია) აეროპორტში რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა იტალიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიაში  COVID-19-ით დაავადებული პაციენტები ჩაიყვანა. იტალიამ გერმანიას დახმარება თავად სთხოვა.

DW-ს ინფორმაციით, გერმანიაში, სავარაუდოდ, სულ მცირე, 8 იტალიელი პაციენტი ჩაიყვანეს. საქსონიის ფედერალური მიწის პრეზიდენტის, მიხაელ კრეჩმერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანიას სხვების დახმარებაც შეუძლია.

კრეჩმერის ინფორმაციით, იტალიელი პაციენტების ნაწილს დრეზდენის (საქსონიის დედაქალაქი) საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მოათავსებენ, ნაწილს – ლაიფციგის კლინიკა „ჰელიოსში“. „ჩვენ ევროკავშირში ვიმყოფებით და ამიტომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა პეტრა კეპინგმა.

ამ დროისთვის COVID-19-ის გავრცელების მასშტაბი ყველაზე საგანგაშო იტალიაშია, მით უფრო, რომ ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით (24 მარტი, 14:30 თბილისის დროით), იტალიაში დაავადდა 63 927 ადამიანი, მათგან 6 077 გარდაიცვალა, განიკურნა 7432.

გერმანიაში ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადდა 29 056 ადამიანი, მათგან 123 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 453. გერმანიაში, ინფიცირებულთა რაოდენობასთან შეფარდებით, პროცენტულად გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close