ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთის ქალაქ პარგაში, არიან დაზარალებულები (ვიდეო)
20 მარტს საღამოს დასავლეთ საბერძნეთში მდებარე ქალაქ პარგაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გამთენიის მიწისძვრა განმეორდა. ამჯერად ბიძგები კიდევ უფრო ძლიერი იყო.
პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის სკალით 4,3 ბალი შეადგინა. მეორე მიწისძვრა კი, რომელიც დილის სამ საათზე მოხდა, ძალიან ძლიერი აღმოჩნდა – 5,6 ბალი. შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა. სამი ადამიანი ქალაქ იოანინას საავადმყოფოში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით გადაიყვანეს. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ყველაზე მეტად დაზიანდა სახლები პარგის მიმდებარე სოფლებში. ამავე დროს, დაზიანდა ელექტროგადამცემი ქვესადგური, რამაც ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დაანგარიშება. მიწისძვრის ზონაში იმყოფებიან რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები