ლევან რატიანი – არ მივეცეთ დეპრესიას, უნდა ვიბრძოლოთ, ვიყოთ კარგ ხასიათზე, რომ ყველაფერი გადავლახოთ
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მოსახლეობას მიმართავს, დადებითი განწყობა შეინარჩუნონ და თუ კორონავირუსით დაინფიცირდებიან, არ მიეცენ დეპრესიას, იყვნენ კარგ ხასიათზე, რათა ყველაფერი გადალახონ.
ლევან რატიანის თქმით, მარსელის უნივერსიტეტმა (მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკა) გამოიკვლია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციას.
„ამ უნივერსიტეტმა დადო შედეგი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციას. დასნეულებულ პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარეს ასეთი ცდა – დაყვეს ორ ჯგუფად, ანუ დეპრესიით მიმდინარე კორონავირუსით ინფიცირებული, არადეპრესიით მიმდინარე კორონავირუსით ინფიცირებული და შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტები, რომლებსაც გააჩნიათ კარგი გუნება-განწყობა და ბრძოლის უნარი, მათში 12-იდან 15 დღეში მოხდა ვირუსის ელიმინაცია.
მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ რაც უფრო კარგ განწყობაზე ვიქნებით, თუ მოხდა ინფიცირება ჩვენი ორგანიზმის, არ უნდა მივეცეთ დეპრესიას, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიყოთ კარგ ხასიათზე, რომ ეს ყველაფერი გადავლახოთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავიურუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 80 წელს გადაცილებული პაციენტი. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, ლევან რატიანმა განმარტა, რომ მკურნალობის თვალსაზრისით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ხელმძღვანელობს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით. მისი თქმით, აღნიშნული მკურნალობის ჩატარებამ კარგი ეფექტი აჩვენა.
ლიკა ალელიშვილი
1tv.ge
კომენტარები