კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა!
საბოლოო პასუხი 24 საათში იქნება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც საქართველოში პირველად დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება, გამოჯანმრთელდა.
„გუშინ მასთან განმეორდა ტესტირება და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ანალიზი და როცა მივიღებთ კვლავ უარყოფით პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია და ეს იქნება პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტია გამოვლენილი. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ, მისი რწმენით, ყველა მათგანი გამოჯანმრთელდება, რადგან არცერთს აქვს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები: „ჩვენ არ გვყავს ისეთი შემთხვევა, სადაც ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები