საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 მარტს, გამთენიისას გარდაიცვალა საბერძნეთის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსით იყო დაავადებული.

გარდაცვლილი 66 წლის იყო და ქალაქ პატრის საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც 2 მარტს გადაიყვანეს. 6 მარტს მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. რამდენადაც პაციენტს სხვადასხვა დაავადება აწუხებდა, 10 მარტს მისი მდგომარეობა დამძიმდა და განუვითრდა პოლიორგანული უკმარისობა. ექიმებმა ავადმყოფის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გარდაცვლილი ბეძნების იმ ტურისტული ჯგუფის წევრი იყო, რომელიც 27 თებერვალს წმინდა მიწიდან დაბრუნდა. აღნიშნულ ჯგუფში მთლიანად 23 ადამიანი დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2 კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავე დროს, ქვეყნის განათლების სამინისტრო ამზადებს სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმას, რათა სწავლის პროცესი ინტერნეტის საშუალებით განხორციელდეს.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა თესალონიკში. ამ დროისთვის ინფიცირების 99 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close