fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, ამოქმედდა ცხელი ხაზი 1135

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საბერძნეთში კორონავირუსის კიდევ 7 შემთხვევა გამოვლინდა და ამჟამად დაავადებულთა რიცხვი მთლიანობაში 73-ს შეადგენს. 6 ახალი ფაქტი ადრე გამოვლნილ შემთხვევებთანაა კავშირში, ერთ პაციენტს კი არავითარი კავშირი არ აქვს გამოვლენილ შემთხვევებთან და არც მათთან დაკავშირებულ მოკვლეულ კონტაქტებს შორის იყო. ამის შესახებ  www.lifo.gr წერს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანი სოტირის ციოდრასი ახალ საგანგებო შემზღუდავ ზომებზე აკეთებს განცხადებას. ინფექციური დაავადებების კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, სკოლები დაიხურება მხოლოდ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

COVID-19-ით დაავადებულთაგან ერთ-ერთი – 66 წლის პაციენტი, ამალიადის მცხოვრები, კრიტიკულ სიტუაციაშია. იგი პატრის საავადმყოფოშია მოთავსებული. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, 73-ვე პაციენტი ბერძენია. ისინი პატრის, თესალონიკის და ატიკის საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი.

ინფიცირების 73 შემთხვევიდან 57 ისრაელში სამოგზაუროდ მყოფ ჯგუფს უკავშირდება (47 – ჯგუფის წევრები, 10 – მათთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები).

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსთან დაკავშირებით „ცხელი ხაზის“ ამოქმედების შესახებ განაცხადა. ცხელი ხაზი 1135 გუშინ ჩაირთო და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close