ქართველები უცხოეთშიიტალია

იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მატებასთან დაკავშირებით, იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები: (+39 33) 3887-91-23; (+39 35) 0131-21-31; (+39 35) 0148-31-14.

„საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებსა და რეკომენდაციებს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, საქართველოს საელჩო იტალიაში მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებსა და რეკომენდაციებს.

„რესპირატორული სიმპტომების აღმოჩენის დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, გთხოვთ, თვითნებურად არ გამოცხადდეთ სამედიცინო დაწესებულებებში. დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე:
განსაკუთრებული აუცილებლობის დროს – 112 და 118“, – მითითებულია განცხადებაში. საქართველოს საელჩო იტალიაში აქვეყნებს ასევე ცხელი ხაზის ნომრებს რეგიონების მიხედვით.

ბაზილიკატა – 800.99 66 88
პიემონტი –  800 19 20 20 – 24 საათის განმავლობაში
800 333 444 – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 8-დან 20.00 საათამდე
ვალე დ’აოსტა – 800.122.121
ლომბარდია – 800.894.545
ალტო ადიჯე – 800.751.751
ტრენტოს პროვინცია – 800.867.388
ბოლცანოს პროვინცია – 800 751 751
ვენეტო – 800.462.340
ფრიული ვენეცია ჯულია – 800.500.300
ტოსკანა – 800.556.060
უმბრია – 800.636.363
მარკე – 800.936.677
ემილია-რომანია – 800033033
კამპანია – 800909699
ლაციო – 800118800
კალაბრია – 800-767676
სიცილია – 800 45 87 87
პულია – 800 71 39 31
სარდინია – 800 311 377
აბრუცო
ASL n. 1 აკვილა :118
ASL n. 2 კიეტი-ლანჩანო- ვასტო: 800 860 146
ASL n. 3 პესკარა: 118
ASL n.. 4 ტერამო: 800 090 147
ლიგურია – 112
მოლიზე – 0874 313000 და 0874 409000
პიაჩენცა – 0523 317979
და ასევე იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1500!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიპლომატიური მისია და საკონსულო დაწესებულება, რომელიც კორონავირუსის(COVID-19) აქტიური გავრცელების ზონაში მდებარეობს, დამატებით ცხელი ხაზის ახალ ნომრებს გახსნის.

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) 9 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 7 ინფიცირებული იტალიაში იმყოფებოდა. ახალი კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს ერთ მოქალაქესაც – 23 წლის სტუდენტ გოგონას, იგი რომის სპალანცანის ინსტიტუტის კლინიკაშია მოთავსებული.

კომისარ ანჯელო ბორელის მიერ გუშინ საღამოს გამოცხადებული სტატისტიკის თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3858-ს მიაღწია, გარდაცვლილია 148 ადამიანი (ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპულიაში, ფოჯის პროვინციაში მეორე ადამიანი – 76 წლის კაცი გარდაიცვალა), 414 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საღამოსთვის ეს მონაცემები განახლდება და ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 4000-ს გადააჭარბებს. ვირუსმა ქვეყნის ყველა რეგიონში შეაღწია. მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და დაავადებულთა სათანადო მკურნალობისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები 15 მარტამდე, გადაიდო მასობრივი ღონისძიებები. გუშინ კონტემ განაცხადა, რომ ვირუსთან საბრძოლველად ბიუჯეტიდან 7,5 მილიარდი ევრო გამოიყოფა.

დაკეტილია მილანის ლა სკალა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, თეატრი მუშაობას 11 მარტიდან განაახლებს.

ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა პირადი ჰიგიენის დაცვა და ხელების ხშირად, თან სწორად დაბანა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close