RYABAIR-ი თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი ერთი თვით აჩერებს
Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულების ავიამიმოსვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი ერთი თვით აჩერებს.
„COVID-19-ის გავლენის გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ არაერთი ფრენა იტალიიდან საქართველოში. კერძოდ მილანი-თბილისის მიმართულებით რეისები შესრულდება 7 მარტამდე, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში 2 რეისამდე შემცირდება.
ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესულდება, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი სრულად შეჩერდება.
ამ ცვლილებებით დაზარალებულ ყველა მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდათ და სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი საფასური. აგრეთვე, ჩვენი გვერდიდან შეეძლებათ ფრენის შეცვლა სხვა მიმართულებით და თარიღების მიხედვით, სრულიად უფასოდ“, – წერია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.
ავიაკომპანიამ ფრენები დროებით შეაჩერა ასევე იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.
imedinews.ge
კომენტარები