რას არ გაიგებ/ფაქტები

„პუმას“ სპორტული ფეხსაცმელები ადოლფ ჰიტლერს მიამგვანეს და კომპანია ნაციზმში დაადანაშაულეს

„პუმას“ სპორტული ფეხსაცმელები 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან ინტერნეტში აქტიური განხილვის საგანი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი გერმანული კომპანიის მიერ გამოშვებულ მოდელში, რომელსაც Adrenaline Storm-ი ჰქვია, ბევრმა ადოლფ ჰიტლერთან მსგავსება დაინახა და კომპანიის მესვეურები ნაციზმში დაადანაშაულა.

ბრენდის კრიტიკოსებმა შანსი არ გაუშვეს ხელიდან და მაშინვე გაიხსენეს მისი ისტორია – საქმე ისაა, რომ კომპანია Puma-ს დამაარსებელი  რუდოლფ დასლერი და მისი ძმა ადოლფი ნაცისტურ რეჟიმს უჭერდნენ მხარს. ნაციონალ-სოციალისტები ბევრ ფულს ხარჯავდნენ სპორტზე და მათ მომხრეებს დიდი რაოდენობის სპორტული ფეხსაცმელი სჭირდებოდათ. ასე გახდა დასლერების ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესი ჰერცოგენაურახში.

სხვათა შორის, სოციალური ქსელების რუსულენოვანმა მომხმარებლებმა „პუმას“ სპორტულ ფეხსაცმელში არა მარტო ჰიტლერთან, არამედ ნიკოლაი გოგოლთან მსგავსებაც დაინახეს; ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ გოგოლის „ვარცხნილობა“ უფრო ჰგავს „პუმას“ დიზაინს, ვიდრე ჰიტლერის.

კომპანია „პუმაში“ ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წყარო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close