საქართველოსაზოგადოება
მარიამ მეგრელიძე და ოთარ წიკლაური მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეთა ტოპ-15-ში მოხვდნენ
ქართველი მოცეკვავეების, მარიამ მეგრელიძის და ოთარ წიკლაურის წყვილმა მსოფლიო მასშტაბით დიდ წარმატებას მიაღწია: მათ რამდენიმე ხნის წინ იტალიაში, ქალაქ პრატოში გამართულ ღია საერთაშორისო ჩემპიონტზე სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში, ახალგაზრდების ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ჩემპიონატში 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, აშშ-ის და რუსეთის.
ამ გამარჯვებით ისინი მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეთა შორის მოხვდნენ – მსოფლიო ტოპ-25-ში 24-ე ადგილი დაიკავეს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩემპიონატზე, დიდების ქვეჯგუფში თეიმურაზ ცნობილაძის და თინათინ ჩიტაძის წყვილი მონაწილეობდა, 104 წყვილთან ერთად. ისინი ნახევარფინალში გადავიდნენ. კონკურსის საერთაშორისო მსაჯი საქართველოდან ვანო კანდელაკი იყო.
ახლახან კი მარიამ მეგრელიძემ და ოთო წიკლაურმა უკრაინაში, ქალაქ კიევში გამართულ WDSF KYIEV OPEN YOUTH-ის კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს და მსოფლიო რეიტინგში ახალ პოზიციაზე აღმოჩნდნენ – წყვილი უკვე მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეთა 15-ეულში მოხვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კუთხით საქართველო პირველად არის წარმოდგენილი მსოფლიო ტოპ-15-ში.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები