რას არ გაიგებ/ფაქტები

ყველაზე უჩვეულო საქორწილო ტორტი (ვიდეო)

ცნობილი მალაიზიელი მსახიობების – ზაჰირა მაკვილსონისა (ZSHIRAH MacWILSON) და აიმან ჰაკიმ რიძას (AIMAN HAKIM RIDZA) ქორწილში დაპატიჟებული სტუმრები, სავარაუდოდ, რაღაც განსაკუთრებულს ელოდებოდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი სიურპრიზისთვის მზად არ იყვნენ.

ადგილობრივ სოციალურ ქსელებსა და გასართობი ამბების საიტებზე ახლა მხოლოდ ამ მშვენიერი, გასაოცარი ტორტის შესახებ საუბრობენ, რომელიც მიზიდულობის ძალას არღვევს – ძვირადღირებული ჭაღის ფორმის ტორტი ჭერიდან ეშვება პატარა სცენაზე, სადაც ახალდაქორწინებულები დგანან.
საკონდიტრო ხელოვნების ნიმუში ფირმა Lily & Lola Cakes-ის ოსტატების ხელითაა დამზადებული, რასაც დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა. ფირმის 28 წლის დამფუძნებლის, ლილი ოსმანის თქმით, ტორტი-ჭაღის იდეა მასა და მის დას 2017 წელს მოუვიდათ თავში, ახლა კი შესაძლებლობა მიეცათ, ეს იდეა განეხორციელებინათ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Zahirah Macwilson (@zahirahmacwilson) on

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close