რას არ გაიგებ/ფაქტები

ქალი, რომელსაც 31 თითი აქვს (ვიდეო)

ინდოეთში, ოდიშის შტატის სოფელ კადაპადის მკვიდრს კუმარი ნაიაკს (KUMARI NAYAK) 31 თითი აქვს: 12 – ხელებზე და 19 – ფეხებზე.

ამის გამო თანასოფლელები 63 წლის კუმარის ჯადოქრად თვლიან და მასთან ურთიერთობას თავს არიდებენ.

ზედმეტ თითებს მედიცინის ენაზე პოლიდაქტილია ეწოდება და ამ დროს მათ ხშირად ქირურგიული გზით აცილებენ, თუმცა კუმარი ღარიბ ოჯახში დაიბადა და ოპერაციის გაკეთების საშუალება არასდროს ჰქონია.

შტატის ხელისუფლებამ ქალს ფინანსური დახმარება შესთავაზა. ამასთანავე, ისინი ცდილობენ სოფელში საგანმანათლებლო სამუშაოები ჩაატარონ, აუხსნან მოსახლეობას, რომ საბრალო ქალი ჯადოქარი არ არის, რომ მას სიყვარულით და თანაგრძნობით უნდა მოეპყრან, რადგან კუმარის უჩვეულო გარეგნობა თანდაყოლილი ანატომიური ანომალიის შედეგია.
მალე კუმარი ნაიაკს, როგორც The Mirror-ი იტყობინება, გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანენ.

წინა რეკორდსმენი, რომელიც წიგნში 2014 წელს ჩაწერეს, ასევე ინდოელია – დევენდრა სუტარი, მას ხელ-ფეხზე 14 თითი აქვს.

წყარო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close