იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი: არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და COVID-19 სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს
იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მათიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც nostal.ge უცვლელად გთავაზობთ:
„რადგან ამ პანიკის ეპიცენტრში ვარ, ერთ სტატუსს მივუძღვნი. ჩემს საავადმყოფოში, 20 COVID-19-იანი პაციენტია. ყველა იზოლორებული, 3 ინტუბირებულია რეანიმაციაში. 1 გარდაიცვალა (გარდაცვლილი მოიყვანეს). ყველა მძიმე პაციენტი, მათ შორის გარდაცვლილიც, არის 80 წელს ზევით, სხვა ასოცირებული კონდიციებით.
მოკლედ, ადამიანურ ენაზე, რომ ვთქვათ ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოცქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს.
იტალიას, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები, ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად საზოგადოების თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მაიღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ.
პანიკამ და სოც ვირუსულობამ სხვა დამანგრეველი შედეგები გამოიწვია, სოციო-ეკონომიკური. ინფორმაციის გავრცელების დღიდან ათიათასობით ადამიანი მოაწყდა მიმღებებს გაციების ნიშნებით, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას, რაღა თქმა უნდა, არსად არ დაკარგული და მუდამ ჩვენთან მყოფი, good old, Influenza იგივე გრიპი ჭირდა( წელიწადში საშუალოდ 500,000 ადამიანს კლავს, btw). ამან გამოიწვია 12-13 საათიანი რიგები და სრული ქაოსი, სადაც ჩვენი COVID19 უფრო მარტივად გავრცელდა.
ესეთი პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს.
აუცილებელი ინსტრუქცია არის ერთადერთი. სულ დავიცვათ ჰიგიენის წესები (ეს ისეც გამოსადეგია). თუ გაქვს სიცხე, ხველა და სხვა დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები იყავი სახლში იზოლაციაში, გაიკეთე ნიღაბი რომ სხვებს არ გადასდო და უმკურნალე სიმპტომებს (როგორც ყველა მსუბუქი გრიპის ინფექციის დროს).
P. S. თბილისში რო ვირუსი იყო 2 თვის წინ ბევრად მძიმე მიმდინარეობა ქონდა ( თუ ეგ არიყო )“ – გვამშვიდებს დავით მათიაშვილი.
კომენტარები