მსოფლიოვიდეოსაზოგადოება

ბულინგის მსხვერპლ პატარა ბიჭს თანადგომა რაგბის ვარსკვლავებმა გამოუცხადეს (ვიდეო)

„მინდა რომ მოვკვდე, მომეცი თოკი, თავი უნდა მოვიკლა“, – ეუბნება დედას თანატოლების დაცინვის გამო სასოწარკვეთილი ბავშვი

კვადენი 9 წლის ავსტრალიელი ბიჭია, რომლის სასოწარკვეთილმა თხოვნამ დედის მიმართ მსოფლიო აალაპარაკა. კვადენის დედამ, იარაკა ბეილმა სოციალურ ქსელში შვილის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თანატოლების მხრიდან ბულინგის გამო სასოწარკვეთილი ბავშვი დედას თოკს სთხოვს იმისათვის, რომ თავი მოიკლას.

„მინდა, რომ მოვკვდე, მომეცი თოკი, თავი უნდა მოვიკლა“, – ამბობს ბიჭუნა, რომელიც სკოლაში მორიგი ბულინგის მსხვერპლი გახდა, ამის მიზეზი კი მისი ტანდაბალი აღნაგობაა.

ბიჭს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მხარდაჭერა უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი როლი ავსტრალიელმა მორაგბეებმა შეასრულეს.

ცხრა წლის კვადენ ბეილსი ავსტრალიის „ყველა ვარსკლავის“ მატჩზე კონტინენტის საუკეთესო მორაგბეებმა მოედანზე გაიყვანეს.

სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები ბიჭს ოვაციებითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close