მსოფლიოსაზოგადოება

ჩინეთი დანიურ გაზეთს ბოდიშის მოხდას სთხოვს კორონავირუსზე შექმნილი კარიკატურის გამო

კორონავირუსის თემაზე შექმნილ კარიკატურაზე, რომელიც დანიურმა გაზეთმა JYLLANDS-POSTEN-მა გამოაქვეყნა, ჩინეთის დროშაზე ვარსკვლავების ნაცვლად სქემატურად ვირუსებია გამოსახული.

„ახალი კორონავირუსის აფეთქებამ უჰანში 81 ძვირფასი სიცოცხლე შეიწირა ჩინეთში (ბოლო მონაცემებით უკვე გარდაცვლილია 106 ადამიანი – რედ. შენიშვნა). მაშინ, როდესაც ჩინეთის მთავრობა და ხალხი ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში შექმნილ ამ საგანგებო სიტუაციას გაუმკლავდნენ, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებამ დიდი მხარდაჭერა და სიმპათია გამოგვიცხადა, Jyllands-Posten-მა გამოაქვეყნა ნილს ბუ ბუისენის სატირული ნახატი, რომელიც ჩინეთისთვის შეურაცხმყოფელია და ჩინელი ხალხის გრძნობებს შეურაცხყოფს. <…>  ეს ქმედება გამოდის ცივილიზებული საზოგადოების საზღვრებიდან და თავისუფლების ეთიკური ჩარჩოებიდან და ადამიანებს შეურაცხყოფს. დიდ აღშფოთებას გამოვხატავთ და მოვითხოვთ: Jyllands-Posten-მა და ნილს ბუ ბუისენმა აღიანონ თავიანთი შეცდომა და საჯაროდ მოუხადონ ბოდიში ჩინელ ხალხს“, – წერია ჩინეთის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ არ შეგვიძლია ბოდიში მოვიხადოთ იმისთვის, რაც არასწორად არ მიგვაჩნია. ჩვენ არ გვქონია მიზნად შეურაცხყოფა ან დაცინვა და არ ვფიქრობთ, რომ ნახატი ამას აკეთებს“, – ასეთი კომერნტარი გააკეთა სააგენტო Ritzaus Bureau-სთან დანიური გაზეთის რედაქტორმა იაკობ ნიუბრუმ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close