საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

კვიპროსში, მშენებლობაზე დაშავებული ზუგდიდელის ოჯახი დახმარებას ითხოვს

კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში, მშენებლობაზე 25 წლის ზუგდიდელი ლევან ჯახია დაშავდა.

ახალი აბასთუმნის (სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში) მკვიდრი ლევან ჯახია 21 იანვარს ხარაჩოდან გადმოვარდა. მას თავის ქალის სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული, განუვითარდა ჰემატომაც. ამჟამად იგი ლიმასოლის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები მას ხელოვნური კომის მდგომარეობაში ამყოფებენ. ლევან ჯახიას ესაჭიროება ძვირადღირებული ოპერაცია და უკვე ჩაუტარდა 9461 ევროს ღირებულების კვლევები.

25 წლის ზუგდიდელი კვიპროსში ორი წლის წინ წავიდა. ის მშენებლობაზე ფიზიკურად მუშაობდა.

ლევან ჯახიას ახლობელმა ანა ფარცვანიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ დაშავებული კვიპროსის საავადმყოფოში ოთხი დღის წინ მოათავსეს. მისი განმარტებით, მკურნალობა დიდ თანხებს მოითხოვს – დღიურად 1500 ევროა გადასახადი, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.

ჯახიები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ, ასევე, დახმარების თხოვნით მოსახლეობას მიმართავენ.

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

GE08TB7550245061100098 – თიბისი ბანკი. მიმღები: მარიამ ბუკია;

GE48BG0000000161873546 – საქართველოს ბანკი. მიმღები: ეკა ქვარაია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close