საზოგადოებასაქართველო

რუსთავში პატრულმა გოგონა გადაარჩინა – „ხიდის მოაჯირზე იყო გადასული და ხტებოდა“

რუსთავის ცენტრალური ხიდიდან 17 წლის გოგონამ გადახტომა ცადა. ხიდზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შემთხვევის ადგილზე არასრულწლოვნის დედაც მიიყვანეს. მშობელმა „ინფო რუსთავს“ განუცხადა, რომ 17 წლის გოგოს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და შესაბამის მედიკამენტებსაც იღებს.

თვითმხილველმა „ინფო რუსთავს“ უთხრა, რომ არასრულწლოვანი ხიდის მოაჯირზე იყო გადასული და, სავარაუდოდ, გადახტომას აპირებდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კი მას გაესაუბრა, რამდენიმე წამში ნელა მიუახლოვდა, ხელი მოჰკიდა და ჯებირიდან გზის მხარეს გადმოიყვანა. „ინფო რუსთავმა“ გაარკვია, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც მოზარდი გადაარჩინა, გიორგი ჩილაჩავაა.

„მე და ჩემი შვილი ვიყავით ექიმთან, წამლები უნდა წამოგვეღო. ჩემი შვილი ბიძაშვილთან ერთად მელოდებოდა. სანამ მე წამლები ავიღე და გამოვბრუნდი, ჩემი ბიძაშვილი მოვარდა და მითხრა, რომ გოგონა გაგვექცაო“, – განაცხადა არასრულწლოვნის დედამ „ინფო რუსთავთან“ საუბრისას.

გამოცემის ინფორმაციით, 17 წლის გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close