ათენი „2020 წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების“ კონკურსის პრეტენდენტია
ათენი მონაწილეობს კონკურსში „2020 წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების“ ტიტულის მოსაპოვებლად, რომელიც ორგანიზებულია European Best Destination-ის მიერ მსხვილ ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობით. კონკურსის მიზანია ევროპაში კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
ონლაინ ხმის მიცემა უკვე დაიწყო და 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ათენი ერთ-ერთი პრეტენდენტია ევროპის იმ 20 ქალაქს შორის, რომლებიც ამ ტიტულის მოპოვებას ცდილობენ, ესენია: პარიზი, ბერლინი, რომი, პრაღა, როტერდამი, ვენა, მადრიდი და სხვ.
გამარჯვებულ ქალაქს მრავალი პრივილეგია ექნება, მიიღებს უამრავ მნიშვნელოვან უპირატესობას: მოხდება მისი პოპულარიზაცია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო მედიაში, ასევე, ევროპაში მისი ტურისტული იმიჯი გაიზრდება.
როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ამავე კონკურსის ერთ-ერთი პრეტენდენტია თბილისიც.
კონკურსზე ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალურ ლინკზე: www.vote.ebdest.in
ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა შეგიძლიათ შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერი ქვეყნიდან.
ნინო ბაჯელიძე
ამავე თემაზე: „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის გამოსავლენად, რომელშიც თბილისიც მონაწილეობს, ხმის მიცემა დაიწყო
კომენტარები