მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოებასაბერძნეთი

ათენი „2020 წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების“ კონკურსის პრეტენდენტია

ათენი მონაწილეობს  კონკურსში „2020 წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების“ ტიტულის მოსაპოვებლად, რომელიც ორგანიზებულია European Best Destination-ის მიერ მსხვილ ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობით. კონკურსის მიზანია ევროპაში კულტურისა  და ტურიზმის  განვითარების ხელშეწყობა.

ონლაინ ხმის მიცემა უკვე დაიწყო და 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ათენი ერთ-ერთი პრეტენდენტია ევროპის იმ 20 ქალაქს შორის, რომლებიც ამ ტიტულის მოპოვებას ცდილობენ, ესენია: პარიზი, ბერლინი, რომი, პრაღა, როტერდამი, ვენა, მადრიდი და სხვ.

გამარჯვებულ ქალაქს მრავალი პრივილეგია ექნება, მიიღებს უამრავ მნიშვნელოვან უპირატესობას: მოხდება მისი პოპულარიზაცია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო მედიაში, ასევე,  ევროპაში მისი ტურისტული იმიჯი გაიზრდება.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ამავე კონკურსის ერთ-ერთი პრეტენდენტია თბილისიც.

კონკურსზე ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალურ ლინკზე: www.vote.ebdest.in

ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა შეგიძლიათ შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერი ქვეყნიდან.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის გამოსავლენად, რომელშიც თბილისიც მონაწილეობს, ხმის მიცემა დაიწყო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close