მსოფლიოპოლიტიკაიტალიაპოლიტიკა

ნატომ იტალიაში უპილოტო საჰაერო დაზვერვის ბაზა გახსნა

ნატომ იტალიის ავიაბაზა „სიგონელაზე“ უპილოტო საჰაერო დაზვერვის პირველი ბაზა გახსნა. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა სიცილიაზე, სისტემის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ადაპტირებადი და ერთიანია.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ახალ, შეუიარაღებელ საჰაერო ხომალდს შეუძლია 30 საათზე მეტხანს იფრინოს და მიაღწიოს უკიდურეს ჩრდილოეთს, საჰალის ზონას, ახლო აღმოსავლეთსა და ატლანტიკურ სივრცეს.

„ჩვენ აქ ვართ, რომ მივესალმოთ აშშ-იდან პირველი ორი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოსვლას, რაც საჰაერო სივრციდან დედამიწის დაკვირვებას ისახავს მიზნად. სისტემა ფუნქციონირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს და წლის ბოლომდე კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close