საზოგადოებასაქართველო
ვინ მონათლა ბერუკა ივანიშვილი პატრიარქთან ერთად?
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბერა ივანიშვილის ვაჟის ნათლობის შესახებ. პატარა ბერუკა ივანიშვილის ნათლიები კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ამიკო ჯანელიძე არიან.
ამიკო, იგივე ამირან ჯანელიძე ცნობილი რეპერია და მას თინეიჯერებს შორის ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. სავარაუდოდ, სწორედ რეპმა დააკავშირა ის ბერა ივანიშვილთან, რომელიც ასევე რეპერი გახლავთ.
ამიკო ბერას გვერდით არის ყველა მნიშვნელოვან მომენტში, ასევე იყო მასთან „ქართული ოცნების“ გამარჯვების პერიოდში და სწორედ ამიკო და ბერას უმცროსი ძმა – ცოტნე ივანიშვილი იყვნენ ბერას მეჯვარეები, როდესაც მან მოდელ ნანუკა გუდავაძეზე იქორწინა.
ახლა კი ამიკო ბერას შვილის ნათლიაც გახდა.
progressnews.ge
კომენტარები