რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

ზუგდიდში „КАКАЯ ОСЕНЬ В ЛАГЕРЯХ“ და „ВЛАДИМИРСКИЙ ЦЕНТРАЛ“-ის შეუსრულებლობის გამო მუსიკოსებს სცემეს

ზუგდიდში „КАКАЯ ОСЕНЬ В ЛАГЕРЯХ“ და „ВЛАДИМИРСКИЙ ЦЕНТРАЛ“-ის შეუსრულებლობის გამო მუსიკოსებს სცემეს. ამის შესახებ TIMER.GE-ს ექსკლუზიურ სტატიაშია ნათქვამი.

8 იანვარს ზუგდიდში მდებარე სასტუმრო „ლეთომ“ საშობაო დღესასწაული გამართა, სადაც მიწვეული იყო მუსიკალური ჯგუფი თბილისიდან. სტუმრებმა რუსული რეპერტუარი მოითხოვეს, თუმცა მომღერლებმა მხოლოდ ერთი რუსული სიმღერა შეასრულეს და აღნიშნეს, რომ რუსულ ენაზე მეტჯერ აღარ იმღერებდნენ.

მომღერლების პასუხმა სტუმრები გააღიზიანა და დაჟინებული უარის შემდეგ ჩხუბი დაიწყო.

როგორც „თაიმერს“ თვითმხილველები უყვებიან, გალახეს სასტუმროს მეპატრონის სიძე, აგინებდნენ მიმტანებს და კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ მომღერლებს რუსულად ემღერათ, თან ყვიროდნენ, რომ ეს ზუგდიდი იყო და როგორც მათ სურდათ, ისე უნდა ყოფილიყო. ხელჩართული ჩხუბის დროს მომღერლებსაც მოხვდათ.

თვითმხილველი ამბობს, რომ სტუმრები ე. წ. ქურდული სიმღერების შესრულებას ითხოვდნენ. მაგალითად, „Какая Осень в Лагерях“ და „Владимирский централ“.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

espersona.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close