ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა რუსეთის საელჩოს უკან დაუბრუნა ნაჩუქარი ყირიმული შამპანური, რომელიც მას 50 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად გადასცეს. ამის შესახებ გამოცემა EESTI EKSPRES-ი იტყობინება.
კერსტი კალიულაიდმა თავისი 50 წლის იუბილე 2019 წლის 30 დეკემბერს აღნიშნა.
გამოცემის თანახმად, რუსეთის საელჩომ პრეზიდენტს ყვავილები, შოკოლადი და ყირიმული შამპანური გაუგზავნა. კალიულაიდმა მიიღო შოკოლადი და ყვავილები, მაგრამ ყირიმული შამპანური პრეზიდენტის ოფისიდან რუსეთის საელჩოში დაბრუნდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ესტონეთი ყირიმში გატარებულ რუსულ პოლიტიკას უკრაინის ანექსიად მიიჩნევს.
ghn.ge
კომენტარები