fbpx
მსოფლიოსაზოგადოებასპორტი

ვის დაენიშნა 25-მილიონიანი ხელფასი, რომელიც სიდიდით მხოლოდ მესამეა ამ პროფესიის სპორტსმენებს შორის?

ცნობილმა ნიდერლანდურმა ინტერნეტგამოცემა RacingNews365-მა ფორმულა 1-ის საჯინიბო „რედ ბულის“ პილოტ მაქს ფერსტაპენის ახალი ხელფასის ოდენობა  გაარკვია.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი პილოტი 2023 წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ასე რომ, ფერსტაპენის წლიური ხელფასი 25 მილიონი დოლარი იქნება.

ეს სიდიდით მესამე ხელფასია ფორმულა 1-ის პილოტებს შორის. პირველ და მეორე ადგილებზე არიან ლუის ჰემილტონი და სებასტიან ფეტელი, რომლებიც, შესაბამისად, 50 და 40 მილიონს იღებენ.

22 წლის ჰოლანდიელი ფორმულა 1-ში 2015 წლიდან გამოდის. „რედ ბულის” პილოტის რანგში მან რვა ეტაპი მოიგო, 31-ჯერ ავიდა პოდიუმზე და ჯამში 948 ქულა დააგროვა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close