მსოფლიოსაზოგადოება

ირანში უკრაინული „ბოინგი“ ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა (ფოტოები)

ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.

ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის დაღუპულ მგზავრებს შორის 82 – ირანის მოქალაქეა, 63 – კანადის, 11 – უკრაინის (2 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი), 10 – შვედეთის, 4 – ავღანეთის, 3 – გერმანიისა და 3 – დიდი ბრიტანეთის. თეირანი-კიევის ავიარეისზე დარეგისტირებული მგზავრებიდან ორი ბორტზე არ იმყოფებოდა.

რუსი ბლო­გე­რი რუს­ტემ ადა­გა­მო­ვი ტვი­ტე­რის სა­კუ­თარ გვერ­დზე აქვეყნებს  ფო­ტოს, რო­მელ­ზეც, მისი თქმით, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში დაღუპული ბი­ჭის წე­რი­ლია გადაღებული. ამ წერილში ირა­ნე­ლი სტუდენტი ღმერ­თს სთხოვს დახ­მა­რე­ბას გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა­ში, რომლისთვისაც დიდ­ხანს ემ­ზა­დე­ბო­და…

„კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც ბორტზე იმყოფობედნენ, სტუ­დენ­ტე­ბი იყვნენ, რომ­ლებ­მაც „უკ­რა­ი­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბი“ და­ბა­ლი ფა­სე­ბის გამო აირ­ჩი­ეს. ისი­ნი ირა­ნი­დან მიფრინავდნენ საახალწლო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ“, – წერს რუსი ბლო­გე­რი.

ირანული მხარის ვერსიით, კატასტროფა ძრავაში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ აცხადებს, რომ თვითმფრინავი სრულ წესრიგში იყო.

„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თვითმფრინავი, შესანიშნავი და საიმედო ეკიპაჟით“, – განაცხადა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ევგენი დიხნემ.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2016 წელს გამოშვებული „ბოინგი“ ტექნიკურად ბოლოს 6 იანვარს შემოწმდა და არანაირი ხარვეზი აღმოჩენილი არ ყოფილა.

ირანის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „ბოინგის“ ორივე შავი ყუთი ნაპოვნია. ასევე ცნობილი გახდა, რომ ირანი უარს აცხადებს, „უკრაინული ავიახაზების“ კუთვნილი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი უკრაინას გადასცეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close