ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარებულ ნიკა ნინუას წარმატება არც „ტრანსფერმარკტმა“ დაუკარგა.
გერმანულმა სამენჯერო ინტერნეტსააგენტომ თბილისის „დინამოს“ და ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის ტრანსფერის პირობითი ფასი მილიონ ევრომდე გაიზარდა – აქამდე მის გრაფაში 800 ათასი ევრო ეწერა.
ასევე გაიზარდა ნიკა მალის ფასიც – „საბურთალოსა“ და საქართველის ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის მცველის ფასი უკვე 800 ათასი გახდა.
მესამე ადგილზეც მის თანაგუნდელია – 250 ათასით გაიზარდა „საბურთალოს“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი კოხრეიძის ფასი და 700 ათასს მიაღწია. ამდენივე გახდა ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელის, ჯოვინო ფლამარიონის შეფასებაც – ნაცვლად 475 ათასისა, 700 ათასი.
ეროვნული ლიგის ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ-ოთხეული ასე გამოიყურება
1. ნიკა ნინუა, თბილისის „დინამო“ – 1 000 000
2. ნიკა მალი, „საბურთალო” – 800 000
3-4. გიორგი კოხრეიძე, „საბურთალო“ – 700 000
3-4. ჯოვინო ფლამარიონი, ბათუმის „დინამო“ – 700 000
კომენტარები