fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის ტელეარხებმა დამალეს LIKE-ების მრიცხველი პუტინის საახალწლო მიმართვის ქვეშ

რუსეთის „პირველმა არხმა“ და „როსია 24“-მა YOUTUVE-ზე თავიანთ გვერდებზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საახალწლო მიმართვის ქვეშ „მოწონებისა“ და „არმოწონების“ მრიცხველი დამალეს. ვიდეოჩანაწერების ქვეშ გათიშულია კომენტარების ფუნქცია.

როგორც რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ აღნიშნავს, პირველ იანვარს, მოსკოვის დროით 13 საათისთვის, როცა მრიცხველები ჯერ არ იყო გამორთული, „პირველი არხის“ გვერდზე პუტინის მიმართვის ქვეშ იყო 66 ათასი „არმოწონება“ და 12 ათასი „მოწონება“.

კიდევ ერთმა ფედერალურმა ტელეარხმა, „ენტევემ“ (НТВ) პუტინის მიმართვის ქვეშ მრიცხველი დატოვა. შუადღისთვის „ენტევეს“ გვერდზე აღნიშნული იყო 17 ათასი „არმოწონება“ და 4,5 ათასი „მოწონება“.

19 დეკემბერს პუტინის დიდი პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერმა, რომელიც „როსია 24“-ის YouTube-ს გვერდზე განთავსდა, 51 ათასი „არმოწონება“ და 15 ათასი „მოწონება“ მოაგროვა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close