საზოგადოებასაქართველო
პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოში 81 ადამიანი დაშავდა
31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ქვეყანაში 81 ადამიანი დაშავდა. თბილისში პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რეგიონებში – 33.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში პიროტექნიკის შედეგად დაზარალებულ 35 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზება, ხოლო რეგიონებში – 16 ადამიანს.
112-ის ინფორმაციით, 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით 124 ზარი შევიდა.
publika.ge
კომენტარები