საზოგადოებასაქართველო
ანიტელებო, კიდევ ერთი კარგი ამბავი ინდოეთიდან!
ანიტას სისხლში ჟანგბადის დონემ 99%-მდე აიწია. ამის შესახებ გოგონას ბებია სოციალურ ქსელში წერს:
„ექიმების კონსილიუმის შემდეგ პასუხი გვექნება, სავარაუდოდ, ან დღეს გვიან, ან ხვალ დილით.
მაააგრამ თქვენი ლოცვით, სხვანაირად ამას ახსნა არ აქვს, სისხლში ჟანგბადის დონემ აიწია და ამჟამად 99%-ია“, – წერს თამარ გლურჯიძე.
დღეს ექიმი ბალაკრიშნანი აშშ-დან დაბრუნდა და ანიტას რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა ჩაუტარა. მისი თქმით ამ ანალიზების საფუძველზე ექიმების გუნდი უკვე მსჯელობს და სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში გაგვაცნობენ.
კომენტარები