fbpx
ისტორიასაზოგადოებასაბერძნეთი

ბერძნულმა ავტორიტეტულმა ონლაინ გამოცემამ ასპინძის ბრძოლას სტატია მიუძღვნა

„ …თუმცა ერეკლემ უკან დახევის ნაცვლად კონტრშეტევა განახორციელა და გაანადგურა თურქული ავანგარდი, რომელიც შეადგენდა 1500 კაცს. ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ…“

ზემოთ მოყვანილი ციტატა რომელიმე ქართველი ისტორიკოსის ნაშრომიდან არ არის აღებული, არამედ ბერძენი მეცნიერის კალამს ეკუთვნის. 23 დეკემბერს ბერძნულ ონლაინ გამოცემაში slpress.gr გამოჩნდა სტატია, რომელიც საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილ ასპინძის ბრძოლას ეხება. ეს იმდენად უჩვეულო ფაქტია, რომ გადავწყვიტეთ, მის შესახებ ჩვენი მკითხველისთვის მოგვეთხრო.

საქმე ისაა, რომ აღნიშნული მედიაპორტალის ძირითადი თემა საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობებია. საიტის ავტორები, ძირითადად, პოლიტიკის საკითხების მკვლევარი ბერძენი მეცნიერები არიან. ისინი უმთავრესად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზით არიან დაკავებულნი, თუმცა ზოგჯერ ისტორიული მოვლენების შესახებაც წერენ. საიტი ცნობილმა ბერძენმა ჟურნალისტმა სტავროს ლიგეროსმა დააარსა და ის საბერძნეთის ინტელექტუალურ წრეებში საკმაოდ პოპულარულია.

ჩვენთვის საინტერესო სტატია, რომლის სათაურია: „თურქების კატასტროფა: მცირერიცხოვანმა ქართველებმა ისინი გაანადგურეს“, ჟურნალისტ პანტელის კარიკასს ეკუთვნის. კარიკასი სამხედრო ისტორიისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების სპეციალისტია. აღსანიშნავია, რომ ასპინძის ბრძოლამ მისი ინტერესი გამოიწვია, როგორც სამხედრო ხელოვნების ნიმუშმა. კიდევ უფრო საგულისხმოა, რომ ავტორი მიუკერძოებლად და მაქსიმალური სიზუსტით აღწერს ასპინძის ბრძოლის პერიპეტიებს, ერეკლე მეფის სამხედრო უნარებს, მისი სარდლების, გიორგი ბატონიშვილისა და დავით ორბელიანის გამბედაობას და გენერალი ტოტლებენის ღალატს. ასპინძის ბრძოლას ავტორი მრავალრიცხოვანი მტრის ჭკუითა და გამბედაობით დამარცხების ნიმუშად წარმოგვიდგენს.

საინტერესოა სტატიის ვიზუალური გაფორმებაც: მთავარ სურათად გამოტანილია ერეკლე მეორის ძეგლი, რომელიც დღეს თელავში დგას.

ასევე სტატიას ერთვის ერეკლე მეფის სურათი, თუმცა ორიოდე უზუსტობა ავტორმა მაინც დაუშვა: ერეკლე მეორე მას საქართველოს მეფედ ჰყავს მოხსენიებული, ხოლო ასპინძის ბრძოლის ამსახველი სურათის ნაცვლად ვალერიან სიდამონ-ერისთავის მიერ დახატული კრწანისის ბრძოლის სურათი უდევს, თუმცა ეს დეტალებია…

გიორგი ჯანელიძე

სტატია ბერძნულ ენაზე იხილეთ ამ ლინკზე: http://shorturl.at/kszEG

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close